ახალი პარტნიორობა და ერთობლივი კონცერტი
2026-06-12
10 ივნისს, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში შედგა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის №1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის აღზრდილი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები.
ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელსა და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის №1 სამუსიკო სკოლას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა სასწავლებლის დირექტორმა, კულტურის დამსახურებული მუშაკმა, ღირსების ორდენის კავალერმა - გიორგი ქორქაძემ და ვაჟა ჯუღელმა - ქუთაისის კულტურისა და სახელოვნო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ამ ორ დაწესებულებას შორის გაცვლითი კონცერტების, მასტერ კლასების, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას.
