საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლე გიორგი მეგრელიშვილი წინანდლის ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტზე გამოვიდა
წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის რეგიონალურ ტურში გამარჯვებულთა კონცერტი.
შესარჩევ ტურის მეორე ასაკობრივ კატეგორიაში (13-დან 17 წლამდე) გაიმარჯვა სასწავლებლის ორმა მოსწავლემ - არმენ კარაპეტიანმა ( პედაგოგი ნინო ქათამაძე), რომელმაც 1 ადგილი მოიპოვა და გიორგი მეგრელიშვილმა ( პედაგოგი ლევან ინაშვილი), რომელიც გახდა მე-2 ადგილის მფლობელი.
წინანდლის ფესტივალზე გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლო გამოსვლა არსენ კარაპეტიანმა, გიორგი მეგრელიშვილმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მან ღირსეულად მოიპოვა მანჰეტნის საფინალო ტურში და ფესტივალში მონაწილეობის უფლება.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლებს მოღწეულ წარმატებას.
https://www.facebook.com/reel/109796440276



