ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

ნეკროლოგი - ანა ჩიხრაძე

2023-05-11

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სასწავლებლის ვოკალური განყოფილების გამგე და პედაგოგი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პრიფესორი, სხვადასხვა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი ანა ჩიხრაზე.

ანა ჩიხრაძის გარდაცვალება უზომოდ დიდი დანაკლისია როგორც ჩვენი სასწავლებლისთვის, ისე სრულიად საქართველოს მუსიკალური საზოგადოებისთვის.
ანა ჩიხრაძე იშვიათი კეთილშობილებით, ერთგულებით, სისადავით, განსაკუთრებული ნიჭიერებით, მაღალი პროფესიონალიზმით და საქმისადმი უზომო სიყვარულით გამოირჩეოდა. საოცრად თბილი ურთიერთობა ჰქონდა თავის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, რომელთა შორის მრავლადაა საერთაშორისო კონკურსებისა თუ ფეატივალების ლაურეატები, სხვადასხვა სოპერო თეატრების წამყვანი სოლისტები.

მრავალმხრივი და ფუნდამენტური განათლება, ინტუიცია, შესანიშნავი პედაგოგიური ალღო, სწავლების განსაკუთრებული მეთოდიკა და შემოქმედებითი ნიჭიერება, განაპირობებდნენ მისი კლასის სტუდენტების წარმატებასა და თვითმყოფადობას, დაფუძნებულს მუსიკალური სტილის და ინდივიდუალური ვოკალური სპეციფიკის ჩინებულ გააზრებასთან, ნაწარმოების სიღრმისეული კონტექსტის დეტალურად შესწავლასთან და ამასთანავე, მოსწავლეთა შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეწყობასა და წახალისებასთან.

ანა ჩიხრაძე, განურჩევლად უყვარდა ყველას. იშვიათია პიროვნება, რომელშიც ამდენი შესანიშნავი თვისება ერთმანეთს ავსებდა.

სასწავლებლის მთელი პედაგოგიური კოლექტივისთვის, მუდამ მომღიმარი ანას უდროო გარდაცვალება უზომოდ დიდი ტკივილი და ემოციური შოკია. ვიმედოვნებთ, რომ მისი აღზრდილები და აღსაზრდელები ღირსეულად გააგრძელებენ თავიანთ მუსიკალურ კარიერას და იმ მაღალი ღირებულებების მატარებლები იქნებიან, რომლებსაც ასეთი რუდუნებით ჩაუყარა საფუძველი მაესტრა ანამ.

ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სასწავლებელი გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ანა ჩიხრაძის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.