
დაჩი ალფაიძე - II ადგილი პიანისტთა კონკურსზე
2025-07-06
ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის IX საერთაშორისო კონკურსზე ევგენი მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლემ დაჩი ალფაიძემ კონკურსის მე-3 ასაკობრივ კატეგორიაში (15-17 წელი) II საპრიზო ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ დაჩის და მის პედაგოგს მზია გოგაშვილს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ მეტ წარმატებებს მომავალში.